вторник, 28 июня 2016 г.

გაკვეთილის გეგმა




                                 

გაკვეთილის თემა
  ვექტორთა შეკრებისა და ვექტორის რიცხვზე გამრავლების მოქმედებათა შესრულება

სწავლების საფეხური
Xl კლასი. 7 მოსწავლე. მე-3 საფეხური
მოსწავლეთა პროფილი

განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს.
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა

მოსწავლეები ეცნობიან ორი ვექტორის ჯამისა და ვექტორის რიცხვზე ნამრავლის ცნებებს. იძენენ ჩვევებს ვექორებზე მოქმედებისას.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
Xl.8.  მოსწავლე ასრულებს ოპერაციებს ვექტორეზე და იყენებს ვექტორებს გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.
. ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების ,ვექტორებზე ოპერაციების ( შეკრება,სკალარზე გამრავლება, სკალარული ვექტორული ნამრავლი).
და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას.
  . იყენებს ვექტორებს გეომეტრიულ დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად სიბრტყეზე.
   . იყენებს კოორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას.
   .  ვექტორის შეკრების ორი ხერხის სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესების გაცნობა და დაუფლება. ამოცანების ამოხსნისას მათი გამოყენების ჩვევების გამომუშავება.
   . ვექტორის რიცხვზე გამრავლების წესის შესწავლა და ამოცანების ამოხსნისას ამ წესების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

აუცილებელი წინარე ცოდნა

ვექტორის ცნება,ვექტორის კორდინატების პოვნა

შეფასების საგანი და პროცედურები
გაკვეთილი ფასდება წინასწარ დამზადებული სქემის სახით,რომლის საშუალებით ხდება მოსწავლის შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
   ა) გაკვეთილისათვის საჭირო წინარე ცოდნა
   ბ) ვექტორის ცნება
   გ) განვსაძღვრავთ რიცხვისა და ვექტორის ნამრავლს
   დ)  ვექტორების შეკრების სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესი
   ე) ვექტორის ჯამის კოორდინატები
   ვ) ვექტორისა და რიცხვის კოორდინატები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

გრიფ მინიჭებული სახემძღვანელო, დაფა, ცარცი, პლაკატები, პრეზენტაცია, კომპიუტერი, მიღებული დამხმარე ლიტერატურა
გაკვეთილის მსვლელობა, სასკოლო მენეჯმენტი

შესავალი: დასწრების შემოწმება- 2წუთი
გამეორება-5წუთი
მოსწავლეთა ინდივიდუალური გამოკითხვა-4წუთი
გაკვეთილისათვის საჭირო განვლილი  მასალიდან, როგორც თეორიული ასევე შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით
ახალი მასალის ახსნას ვიწყებ, შემომაქვს ორი ვექტრის ჯამის ცნება და განვიხილავ შესაკრებთა სხვადასხვა  ურთიერთ განლაგების შემთხვევებს. ჩამოვაყალიბებ ვექტორებზე  მოქმედებათა თვისებებს-15წთ.
ვსვავ კითხვებს-3წთ
დამოუკიდებელი სამუშაო 5 წთ
თემესთან დაკავშირებით გაუგებარ საკითხებზე თვითონ მოსწავლეებმა დასვან შეკითხვები-5წთ
შეფასება-1წთ
საშინაო დავალება-2წთ








Комментариев нет:

Отправить комментарий