вторник, 28 июня 2016 г.

სასწავლო პროექტი

                                                      


პროექტის სახელწოდება
ვექტორის  დაშლა საკორდინატო ღეძების მიმართ. ორ ვექტორს შორის კუთხე.

პროექტის მთავარი იდეა, თემა
მოსწავლეს გამოუმუშავებსოეციალურ სიტუაციებში გარკვევის უნარს,არსებული ვარიანტებიდან შეძლოს უკეთესი ვარიანტის შერჩევა
 შევისწავლით ვექტორის დაშლას საკორდინატო ღერძების მიმართ, ორ ვექტორს შორის კუთხეს, გავაანალიზებთ რას ეწოდება საკოორდინატო ღერძების ორტები, ვექტორის ღერძების მიმართ დაშლა,ვეცდები მოსწავლემ შეძლოს მიღბული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირება,აკეთებენ ბლოგს.

პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან ვექტორის დაშლას საკოორდინატო ღერძების მიმართ,ორ ვექტორს შორის კუთხეს, იძენენ ჩვევებს ვექტორის საკოორდინატო ღერძების დაშლი მიმართ

პროექტის მიზნები
ჯგუფური მუშაობის დანეგვა ბავშვებში, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით კვლევის საბოლოო სრულყოფის მიღწევა, მოსწავლეების აზროვნებისა და შემოქმედობიტობის უნარების განვითარება.მათი კომუნიკაბელობის ხელშეწყობა.
მონაწილეთა ასაკი

Xl - კლასი, 7 მოსწავლე

წინარე ცოდნა
ვექტორის ცნება,ორი ვექტორის ჯამისა და ვექტორის რიცხვზე ნამრავლის ცნება,ნულოვანი ვექტორის ცნება,ურთიერთშეფასება
ვადები, ხანგრძლივობა

 15 დღე

მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლე  იყენებს ვექტორის დაშლას საკოორდინატო ღერძების მიმართ,ორ ვექტორს შორის კუთხეს  პრობლემის გადაჭრისას, შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ტესტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ამოცანას, ახდენს ამოხსნის ინტერპრეტაციას

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
გრიფმინიშებული სახელმძღვანელო,პლაკატები,მოდელები,კომპიუტერი,პრეზენტაცია,დამხმარე ლიტერატურა
პროექტის მსვლელობა

ბავშვებთან შემაქვს ყუთი,რომელშიდაც მოთავსებულია დანომრილი ბარათები,რის  შესაბამისადაც გაიყოფიან ორ ჯგუფად. დაურიგებ თითოეულ ჯგუფს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს,რომელზედაც პასუხებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით, გავმართავ დისკუსიას პრეზენტაციის საკითხებზე,სადაც გამოიკვეთება პრეზენტაციის შინაარსი
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

Xl.8. მოსწავლე ასრულებს ოპერაციებს ვექტორებზე და იყენებს ვექტორების გეომეტრიულ და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას
 .  ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების ვექტორებზე ოპერაციების და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას, იყენებს კოორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას
  .  ვექტორის საკოორდინატო ღერძების მიმართ დაშლისა და ორ ვექტორს შორის კუთხის გამოთვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  .  ვექტორის რიცხვზე გამრავლების წესის შესწავლა და ამოცანების ამოხსნისას ამ წესების გამაოყენების უნარჩვევების გამომუშავება,

პროექტის ხელმძღვანელი

რუსუდან მურუსიძე
ელ-ფოსტა
murusidzerusudan@gmail.com






გაკვეთილის გეგმა




                                 

გაკვეთილის თემა
  ვექტორთა შეკრებისა და ვექტორის რიცხვზე გამრავლების მოქმედებათა შესრულება

სწავლების საფეხური
Xl კლასი. 7 მოსწავლე. მე-3 საფეხური
მოსწავლეთა პროფილი

განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს.
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა

მოსწავლეები ეცნობიან ორი ვექტორის ჯამისა და ვექტორის რიცხვზე ნამრავლის ცნებებს. იძენენ ჩვევებს ვექორებზე მოქმედებისას.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
Xl.8.  მოსწავლე ასრულებს ოპერაციებს ვექტორეზე და იყენებს ვექტორებს გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.
. ახდენს ვექტორის სიგრძისა და მიმართულების ,ვექტორებზე ოპერაციების ( შეკრება,სკალარზე გამრავლება, სკალარული ვექტორული ნამრავლი).
და მათი თვისებების გეომეტრიულ და ფიზიკურ ინტერპრეტაციას.
  . იყენებს ვექტორებს გეომეტრიულ დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად სიბრტყეზე.
   . იყენებს კოორდინატებს ვექტორებისა და ვექტორებზე ოპერაციების გამოსახვისას.
   .  ვექტორის შეკრების ორი ხერხის სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესების გაცნობა და დაუფლება. ამოცანების ამოხსნისას მათი გამოყენების ჩვევების გამომუშავება.
   . ვექტორის რიცხვზე გამრავლების წესის შესწავლა და ამოცანების ამოხსნისას ამ წესების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

აუცილებელი წინარე ცოდნა

ვექტორის ცნება,ვექტორის კორდინატების პოვნა

შეფასების საგანი და პროცედურები
გაკვეთილი ფასდება წინასწარ დამზადებული სქემის სახით,რომლის საშუალებით ხდება მოსწავლის შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე.
   ა) გაკვეთილისათვის საჭირო წინარე ცოდნა
   ბ) ვექტორის ცნება
   გ) განვსაძღვრავთ რიცხვისა და ვექტორის ნამრავლს
   დ)  ვექტორების შეკრების სამკუთხედისა და პარალელოგრამის წესი
   ე) ვექტორის ჯამის კოორდინატები
   ვ) ვექტორისა და რიცხვის კოორდინატები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

გრიფ მინიჭებული სახემძღვანელო, დაფა, ცარცი, პლაკატები, პრეზენტაცია, კომპიუტერი, მიღებული დამხმარე ლიტერატურა
გაკვეთილის მსვლელობა, სასკოლო მენეჯმენტი

შესავალი: დასწრების შემოწმება- 2წუთი
გამეორება-5წუთი
მოსწავლეთა ინდივიდუალური გამოკითხვა-4წუთი
გაკვეთილისათვის საჭირო განვლილი  მასალიდან, როგორც თეორიული ასევე შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით
ახალი მასალის ახსნას ვიწყებ, შემომაქვს ორი ვექტრის ჯამის ცნება და განვიხილავ შესაკრებთა სხვადასხვა  ურთიერთ განლაგების შემთხვევებს. ჩამოვაყალიბებ ვექტორებზე  მოქმედებათა თვისებებს-15წთ.
ვსვავ კითხვებს-3წთ
დამოუკიდებელი სამუშაო 5 წთ
თემესთან დაკავშირებით გაუგებარ საკითხებზე თვითონ მოსწავლეებმა დასვან შეკითხვები-5წთ
შეფასება-1წთ
საშინაო დავალება-2წთ